გუდაუთის რაიონში აზიური ლეოპარდი დაიჭირეს [ფოტო]

გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში ადგილობრივმა მცხოვრებმა ლეოპარდი დაიჭირა. გამოცემა “სპუტნიკ-აფხაზიას” ინფორმაციის ქართულ თარგმანს “ლაივპრესი” აქვეყნებს.

ამ ინფორმაციის თანახმად, მტაცებელი პირველად სოფელში ერთი კვირის წინ შენიშნეს. სოფლის მცხოვრებმა, ვადიმ ხინთბამ კი ლეოპარდის დაჭერა თვითნაკეთი რკინის ხაფანგით შეძლო, სადაც სატყუარად ქათამი შეუშვა.

მოგვიანებით მტაცებელი ვადიმ ხინთბას სახლიდან სპეციალისტებმა საძილე პრეპარატის გამოყენებით წაიყვანეს. სააგენტო „აფხაზია ინფორმის“ ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ მტაცებელი შესაძლოა სოჭის აზიური ლეოპარდის გამოყვანისა და პოპულაციის ცენტრის ბინადარი იყო, რომელიც ბუნებაში 2016 წელს გაუშვეს.

“ჩვენ ჯერ გვიჭირს ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ გამოვიდა ცხოველი დასახლებულ პუნქტში და დაიწყო ნადირობა შინაურ ცხოველებზე. თუ დადასტურდება, რომ მტაცებელი სოჭის თავშესაფრიდან არის, მაშინ მას აქვს შანსი დაუბრუნდეს ბუნებას”, – აცხადებს გამოცემასთან საუბარში სოჭის თავშესაფრის ცენტრის თანამშრომელი.

სარეაბილიტაციო კურსის და სპეციალური ტესტირების გავლის შემდეგ, სატელიტური საყელოთი აღჭურვილი ლეოპარდის გაშვება კავკასიის ნაკრძალში იგეგმება.

ფოტო მასალას სპუტნიკ-აფხაზია ავრცელებს ►

[print_gllr id=66383]

მსგავსი პოსტები

Back to top button