სპორტი

გულიაშვილის დუბლი და ისტორიაში პირველად ქართველების მიერ დამარცხებული ინგლისის ნაკრები

ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა ინგლისელი თანატოლები მიიღო და ისტორიაში პირველად დაამარცხა.

ამხანაგური შეხვედრის პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით წარიმართა.მიუხედავად ამისა გიორგი გულიაშვილმა 24-ე წუთზე ანგარიში გახსნა.

გულიაშვილი მატჩის მეორე ნახევარშიც გამოირჩეოდა და ბრიტანელთა კარი მეორედ დალაშქრა.

მასპინძლებმა სათამაშო უპირატესობა ხელში აიღეს და 65-ე წუთზე გოჩოლეიშვილმა ანგარიშში სხვაობა სამამდე გაზარდა.

მოდუნებულია მასპინძლებმა მატჩის მიწურულს 2 გოლი გაუშვეს,თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ტიტულოვანი ინგლისელებისთვის.

შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

შეგახსენებთ,რომ სვანაძის აღზრდილები წაუგებელი სერიას აგრძელებენ. ამ დროისთვის ქართველ 21 წლამდელებს 5 მატჩში 4 მოგება და 1 ფრე აქვთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button