მნიშვნელოვანისიახლეებისპორტი
გულშემატკივრები 8 ოქტომბერს “დინამო არენასთან” შეკრებას აანონსებენ
საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებმა, გუნდის მხარდასაჭერად, ალტერნატიული გზა გამონახეს.
როგორც ქომაგები წერენ, ისინი საქართველოს-ბელარუსის მატჩის დაწყებამდე, სტადიონის შესასვლელთან შეიკრიბებიან.
“დინამოს” შესასვლელთან დავხვდებით და მხურვალედ გავამხნევებთ სტადიონზე მოსულ ქართველ ფეხბურთელებს. მატჩის დაწყების შემდეგ გადავინაცვლებთ “მუშტაიდის ბაღში”, სადაც მატჩის საყურებლად დაგხვდებათ “გირჩის” მიერ დამონტაჟებული დიდი ეკრანი, ლუდი და მისთანები”, – წერენ გულშემატკივრები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თამაშის მაყურებლების გარეშე გამართვის რეკომენდაცია გასცა.
მატჩი 8 ოქტომბერს, 20:00 საათზე თბილისის “დინამო არენაზე” გაიმართება.