მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
გუმათში პოლიციამ რკინის ჯებირი აიღო

რიონის ხეობაში, სოფელ გუმათში პოლიციამ რკინის ჯებირი აიღო. ეს იყო ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნებიდან ერთ-ერთი იყო იმისათვის, რომ დიალოგი ხელისუფლებასთან გაგრძელდეს.
ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგთა პროტესტი რიონის ხეობაში 173 დღეა გრძელდება. 3 აპრილიდან ხეობაში შეზღუდულია გადაადგილება. მას შემდეგ რაც პოლიციამ ნამახვანჰში საპროტესტო კარვები დაშალა, პროტესტის ადგილად გუმათი იქცა.14 აპრილს კი პოლიციამ გუმათში რკინის ჯებირი აღმართა ,რაც აქტივისტებს ნამახვანისკენ გადაადგილებას უზღუდავდა.