მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
გუმათში რკინის ჯებირების აღებას ელოდებიან

“ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეები გუმათში ჯებირების აღების მოლოდინში არიან. მათი თქმით, ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ბარიკადების აღება იყო. შეთანხმების მიხედვით კი ვადა , ხვალ 18 ივნისს იწურება
არსებული ინფორმაციით, ხეობაში იმყოფება იმერეთის გუბერნატორი. ამ დროისთვის ის ჰესის მოწინააღმდეგეებს არ შეხვედრია.
აქციის მონაწილეთა თქმით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პროტესტი გუმათში გაგრძელდება.