სპორტი

გურამ კაშია და ჯაბა კანკავა სლოვაკეთის ჩემპიონატში ითამაშებენ

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია. სლოვაკეთის ჩემპიონ გუნდ „სლოვანში“ გააგრძელებენ კარიერას. ბრატისლავურმა კლუბმა ინფორმაცია უკვე დაადასტურა. ორივე ფეხბურთელი უკვე სლოვაკეთში იმყოფება და ახალ გუნდთან კონტრაქტიც გააფორმა.

„სლოვანის“ მთავარი მწვრთნელი საართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისია. ვაისმა, რომელიც კარგად იცნობს ქართველ ფეხბურთელებს, თავად მიწვია ისინი კლუბში სათამაშოდ. ბრატისლავური კლუბი სლოვაკეთის მოქმედი ჩემპიონია. ის სულ მალე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. მისი მეტოქე ირლანდიური „შემროკ როვერსი“ იქნება.

„სრულიად ვენდობი ორივე ფეხბურთელს. მათ ნაკრებში თიტქმის 100-100 მატჩი აქვთ ჩატარებული. ვეტერანები არიან, მაგრამ დიდი გამოცდილება აქვთ და ამიტომ დავიმატეთ. დღეს საღამოს ჩვენთან ერთად ივარჯისებენ“ – აღნისნა ვაისმა.

გურამ კაშიამ საქართველოს ნაკრებში 87 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. 2012 და 2013 წლებში ის ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

რაც შეეხება ჯაბა კანკავას, ეროვნული ნაკრების კაპიტანი „სლოვანში“ ფრანგული „ვალიენსიენიდან“ გადავიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button