სპორტი
გურამ კაშია „ლოკომოტივის“ მოთამაშე ოფიციალურად გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი, 33 წლის გურამ კაშია „ლოკომოტივში“ 4 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ინფორმაციას, დედაქალაქური კლუბის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ლოკომოტივმა“ კაშიასთან ერთწლიანი კონტრაქტი.უკვე გააფორმა.
ამ დრომდე, ქართველი მცველის ბოლო კლუბი ამერიკული „სან-ხოსე“ იყო ,რომელიც დეკემბერში დატოვა.
მიუხედავად იმისა, რომ უკლუბოდ იყო,“ლოკომოტივს“, ესპანურ შეკრებაზე ახლდა თან და სეზონის წინა ვარჯიშებიც გაიარა.
ფეხბურთელს, ადრე არნემის „ვიტესში“ და თბილისის „დინამოში“ აქვს ნათამაშევი.
საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში კი 81 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.