საქართველოსპორტი

გურამ კაშია სამეგრელოში პატარა ფეხბურთელებს ხვდება

კამპანიის “კაცები ზრუნავენ” ფარგლებში ფეხბურთელი გურამ კაშია სამეგრელოში, სოფელ ხეთაში მოზარდებს შეხვდა და მათ ესაუბრა თანასწორობაზე, ტოლერანტობაზე, არაძალადობრივი ურთიერთობებსა და სხვა. შეხვედრა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საფეხბურთო კლუბ თბილისის ლოკომოტივის ინიციტივით შედგა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ხეთას ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის ასაკობრივი გუნდების და ხობის “კოლხეთის” გოგონათა გუნდის ფეხბურთელები.

“ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ბავშვებთან. სასიამოვნო იყო მათთან საუბარი ფეხბურთზე, თანასწორობაზე… ფეხბურთი ყველასია: დიდის, პატარის, კაცის, ქალის…. ქალთა ფეხბურთი ძალიან ვითარდება. იმ ქვეყნებში, სადაც მე მიცხოვრია — ჰოლანდიასა და ამერიკაში ეს სპორტი ძალიან პოპულარულია ქალებშიც და მინდა, რომ რაც შეიძლება მეტმა გოგომ ითამაშოს ფეხბურთი საქართველოში”, — განაცხადა გურამ კაშიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მსგავსი პოსტები

Back to top button