მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
გურამ ფალავანდიშვილის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერების გურამ ფალავანდიშვილის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ
ანალოგიური მოქმედებები მიმდინარეობს ძალადობრივი ჯგუფების სხვა ლიდერების, ზურაბ მახარაძის და კონსტანტინე მორგოშიას სახლებშიც.
სამივე მათგანი 5 ივლისს “ღირსების მარშის” საწინააღმდეგოდ დაგეგმილი კონტრაქციების ლიდერები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, ამ დღეს 55 პირი დაშავდა, მათ შორის 53 ჟურნალისტი. სასტიკად ნაცემი ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კი 11 ივლისს გარდაიცვალა.