გურამ რჩეულიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

გუკა რჩეულიშვილი საპატიმროს დღეს დატოვებს. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

თავად რჩეულიშვილი სასამართლო პროცესს არ დასწრებია. მას 30 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ.

პროკურატურამ მისთვის პასპორტის ჩამორთმევაც მოითხოვა. შეგახსენებთ, რომ რჩეულიშვილი ე.წ. მაგნოლიის საქმეზე იყო დაკავებული. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით ედება, რაც მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button