მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
გურამ როგავა: გარკვეული პოლიტიკური ლიდერები ითხოვდნენ, რომ მე უნდა ჩავეხსენით ეთერიდან
გურამ როგავა, რუსთავი2-ის “პოსტსკრიპტუმის” ყოფილი წამყვანი და ჟურნალისტი, მუშაობას ტელეკომპანია “ფორმულაზე” სექტემბრიდან დაიწყებს.დღის საინფორმაციო გამოშვებებს, როგორც ამბობს განსხვავებულ ფორმატში წაიყვანს.
“ზუსტად ვარ მზად ყველაფრისთვის, რაც მოჰყვება ჩემი ფორმულაში გადასვლის გადაწყვეტილებას. ვიცი, რაც იარლიყები უნდა მომაკრან. ადრე ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში ვმუშაობდი და “ბიძინას მონა” ვიყავი. ახლა კიდევ ვიღაცის “მონა ვიქნები”, მაგრამ მთავარი რაც არის, რომ მაყურებელმა, უბრალოდ ვინც ჩემს გადაცემას ნახავს, ობიექტურად შეაფასოს – მე იმ დღის აქტუალურ თემაზე კითხვა დავსვი თუ – არა და ვცადე თუ არა, რომ რესპონდენტთან ვყოფილიყავი კრიტიკული და საზოგადოების ხმა მიმეწვდინა მათთვის.
ფორმულა დღეს ჩემთვის არის სივრცე, სადაც ძალიან ღირსეული, კეთილსინდისიერი ჟურნალისტები შეიკრიბნენ, მათ შორის, ბევრი ჩემი ახლო მეგობარი”, – ამბობს როგავა.