მნიშვნელოვანისპორტი

გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანმა, 23 წლის გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე შარშან მოპოვებულ ოქროს მედალს ამჯერად მსოფლიოს ოქრო მიამატა.

ბაქოში მიმდინარე ჩემპიონატზე ქართველი სპოტსმენი აზრებაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს დაუპირისპირდა და იპონით დაამარცხა.

ეს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებისთვის პირველი ოქროს მედალია. მანამდე ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლს დაეუფლა, ბრინჯაოს მფლობელი კი შეჯიბრის პირველ დღეს ამირან პაპინაშვილი გახდა.

დღეს, 27 სექტემბერს ბაქოში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც მამაკაცთა და ქალთა შერეული გუნდები ჩაებმებიან კონკურენციაში.

საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანში მხოლოდ მამაკაცების ნაკრებითაა ჩასული და გუნდური ჩემპიონატი ქართველების გარეშე ჩაივლის.

მსგავსი პოსტები

Back to top button