სპორტი

გურამ თუშიშვილის მესამე ვერცხლი ოლიმპიადაზე

ქართველი მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში ჩეხ ლუკას კრპალეკთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა

ქართველმა ძიუდოისტმა ფინალი სუფთა მოგებით დათმო და ქართული დელეგაციის ყულაბაში მესამე ვერცხლის მედალი ჩადო.

კრპალეკი 2016 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულიცაა. მან ტოკიოს ტატამზე ნახევარფინალში იაპონელი სპორტსმენი ჰისაიოში ჰარასავა დამატებით დროში დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ თუშიშვილმა ტოკიოში საქართველოს დელეგაციას მეოთხე მედალი მოუტანა. მანამდე ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ვიცე-ჩემპიონები კი ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი გახდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button