მნიშვნელოვანისიახლეები

გურიას სტიქიის შედეგის აღმოსაფხვრელად 2,5 მლნ ლარი გამოიყო

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გურიის რეგიონს სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ასანაზღაურებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოეყო.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოყოფილი თანხა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტზე განაწილდება.

განკარგულების თანახმად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – 1 228 062 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – 794 968 ლარი, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – 546 018 ლარი გამოეყოფა.

განკარგულებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

თებერვლის მეორე ნახევარში დასავლეთ საქართველოში მოსულმა უხვმა თოვლმა პრობლემები შექმნა. სტიქიას მოჰყვა მსხვერპლი, სოფლები გარესამყაროს მოსწყდა, შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა, დაზიანდა ათობით სახლი.

მსგავსი პოსტები

Back to top button