მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანელები დასუფთავების გადასახადის შემოღებას ეწინააღმდეგებიან

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, საკრებულოს მიერ 6 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება აამოქმედა.
საკრებულოს მიერ 2015 წელს მიღებული დადგენილება, მუნიციპალიტეტში, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დასუფთავების გადასახადის შემოღებას ეხება.

გურჯაანში მოქალაქეების ნაწილი, გადასახადის დადგენას არ ეთანხმება. კატეგორიულ უარს იმ სოფლების მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, სადაც ნაგვის გადასაზიდი სპეციალური ავტომანქანები, საერთოდ არ დადის.

” მე ახაშნიდან ვარ და ჩვენთან ნაგვის მანქანა საერთოდ არ მოდის. რატომ უნდა გადავიხადო გადასახადი, თუკი არ მემსახურებიან? ან ამ გაჭირვებაში, ხალხისთვის გადასახადების დაწესება შეიძლება?- ” ამბობს ერთ- ერთი ადგილობრივი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი განმარტავს, რომ სერვისის გაუმჯობესება, თანხების მობილიზაციას ითხოვს.

” ეს დადგენილება მიღებულია, მაგრამ ადმინისტრირება არ მომხდარა. ფაქტია, რომ გადასახადს არავინ იხდის.სერვისის გაუმჯობესებას თანხები სჭირდება. გადასახადიც ისეთი უნდა დავადგინოთ, რომ მოსახლეობას ტვირთად არ დააწვეს. იურიდიული პირებს, ცხადია, ცოტა მეტის გადახდა მოუწევთ. ყველას გვინდა, რომ მუნიციპალიტეტი დასუფთავებული იყოს’- განაცხადა ხანდამაშვილმა.

წლების წინ მიღებული დადგენილების ამოქმედებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, დაახლოებით, 15 ათასი ლარის მობილიზაციას გეგმავს.

გურჯაანის დასუფთავებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად, 1 მილიონ 70 ათასი ლარი იხარჯება.

მსგავსი პოსტები

Back to top button