მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

გურჯაანელები გარევაჭრობაზე ნებართვას ითხოვენ

გურჯაანში, ბაზრის მოვაჭრეები, ადგილობრივ ხელისუფლებას, საახალწლოდ, გარე- ვაჭრობის ხელისშეშლაში ადანაშაულებენ.

მოვაჭრეების განმარტებით, გურჯაანის გლეხურ ბაზარში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, მათთან მყიდველი არ მიდის.

“ბაზრის ფასადი სულ დაგვინგრიეს, ამიტომ მყიდველი აღარ გვყავს. ძლივს საქონელი ვიყიდეთ, ბაზრის გარეთ გამოვედით. ბაზრის ადმინისტრაციამ სთხოვა და მერის, ხანდამაშვილის დავალებით გაგვაძევეს. ზოგს მალფუჭებადი საქონელი აქვს ნაყიდი, იმან რა ქნას? მე, იძულებული გავხდი, ორი კვირით ფართი ვიქირავე. ჯერ რა მოგება მრჩება და ახლა, ეს ქირა დამემატა. რატომ არ შეიძლება საახალწლოდ, ორი კაპიკი ვიშოვოთ, ისედაც რა გაჭირვებაში ვცხოვრობთ. საშუალება რომ მქონდეს, ამ სიცივეში, გარეთ ვიდგებოდი?”- განაცხადა რადიო ჰერეთთან, მოვაჭრემ, ლია ქართველიშვილმა.

გურჯაანის გლეხური ბაზრის დირექტორი, ლამარა აკოფაშვილი განმარტავს, რომ ბაზარში, ადგილები, ყველასთვის საკმარისია.

“თვითონ არ სურთ აქ, სისუფთავეში ყოფნა, ადგილი ყველას ეყოფა. ეგენი რომ გარეთ დგებიან, ჩვენი მოვაჭრეებიც ხომ ღელავენ რამდენიმე დღის წინ, კინაღამ გზა გადაკეტეს. აქ ისეთი ჰიგიენა და წესრიგია, კოვიდ პანდემიის პირობებში, ყველას უნდა უნდოდეს პავილიონში ყოფნა. არც ქირაა მაღალი, 5- დან 7 ლარამდე უწევს და თოვლში დგომას, ხომ ჯობია, აქ იყვნენ?”- განაცხადა აკოფაშვილმა.

მოვაჭრეების ბრალდებებს უარყოფს, გურჯაანის მუნიციალიტეტის მერიც.

“საკრებულოს გადაწყვეტილებით, საახალწლოდ, გარე- ვაჭრობა დაშვებულია და ტყულია, თითქოს ვინმეს ამის საშუალებას არ ვაძლევთ”- განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.

კონფლიქტი გურჯაანის გლეხური ბაზრის ირგვლივ, რამდენიმე წელია გრძელდება.
ბაზრის მოვაჭრეებმა, სხვადასხვა მოთხოვნებით, ცენტრალური გზა, რამდენჯერმე გადაკეტეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button