კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანელები მომხდარი მკვლელობის სავარაუდო მიზეზად შურისძიებას ასახელებენ

გურჯაანში მომხდარი ერთი პირის მკვლელობისა და სამის დაჭრისათვის დაკავებულები, 56 წლის ალექსი ტურიაშვილი და 41 წლის ჯუანშერ ტურიაშვილები არიან. ორივე მათგანი, სოფელ ჩუმლაყის მკვიდრია და იმავე უბანში ცხოვრობს, სადაც შემთხვევა მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, კრიმინალურმა ავტორიტეტმა, მალხაზ ბადუაშვილმა, რომელიც მომხდარი შემთხვევის დროს გულ-მკერდის არეში დაიჭრა, წლების წინ, ერთ- ერთი დაკავებულის ახლო ნათესავი მოკლა. სოფელ ჩუმლაყში ვარაუდობენ, რომ 25 მარტს მომხდარი ფაქტი, სწორედ იმ მკვლელობას უკავშირდება.

მალხაზ ბადუაშვილმა წლების წინ მომხდარი განზრახ მკვლელობისათვის, სასჯელი უკვე მოიხადა.

შეგახსენებთ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 25 მარტს, გამთენიისას, ცეცხლსასროლი იარაღით, ერთი მამაკაცი მოკლეს. ერთი დაჭრილის მდგომარეობა, ამ დრომდე, უკიდურესად მძიმეა.

სამართალდამცავებმა დაკავებული ტურიაშვილების პირადი ჩხრეკის დროს, კალაშნიკოვის სისტემის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა – ტარებას გულისხმობს.

დანაშაული 16- დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მსგავსი პოსტები

Back to top button