გურჯაანელმა სპორტსმენმა ოქროს მედალი მოიპოვა

გურჯაანელმა სპორტსმენმა ალექსანდრე ზავრაშვილმა, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე მკლავჭიდის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.
როგორც რადიო “ჰერეთს” გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, ალექსანდრემ მემარცხენეთა შორის შეჯიბრში – ვერცხლის, ხოლო მემარჯვენეთა შორის შეჯიბრში _ ოქროს მედალი მოიპოვა.