გურჯაანი-თბილისის გზაზე სატვირთო დაიწვა

გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.
მანქანაში მყოფმა სამმა პირმა თავის გადარჩენა მოახერხა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და პოლიცია იყო მობილიზებული.
სატვირთო ავტომობილის აალების მიზეზებს ექსპერტიზა სწავლობს.