მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

გურჯაანის მერია ბიუჯეტიდან 7 000 ლარამდე ღირებულების ყვავილებსა და სურსათს იყიდის

გურჯაანის მერია, ბიუჯეტის ფულით ყვავილებსა და სურსათს ყიდულობს, რომლითაც მერი არჩილ ხანდამაშვილი და მისი მოადგილე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების ნაწილს 3 და 8 მარტს მიულოცავენ.

მერიის კულტურის სამსახურში თქვეს, რომ მსგავსი ღონისძიება გასულ წელსაც ჩატარდა, ყვავილები დააკლდათ და წელს უფრო მეტ თაიგულს შეიძენენ.  მერიის ამ გადაწყვეტილებას გაუმართლებელს უწოდებენ ადგილობრივ ოპოზიციაში.  მოსახლეობის აზრი  კი ორად იყოფა.

ნატალია შუბითიძის და გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟი ►

მსგავსი პოსტები

Back to top button