გურჯაანის მერის მოადგილემ გახარიას გუნდში გადაინაცვლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, თანამდებობა დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. თანამდებობის დატოვებისას და პოლიტიკურ პარტიაში,” საქართველოსთვის” გადასვლის ფაქტი, რადიო ჰერეთს, თავად სიმონ ქოჩორაშვილმა დაუდასტურა.
” იყო რაღაცეები პარტიაში, რაც არ მაკმაყოფილებდა. “ქართულ ოცნებასთან” ურთიერთობაში, ჩემი თავი ამოვწურე. სავარაუდოდ ვიქნები მერობის კანდიდატი, გიორგი გახარიას პარტიიდან და პარტიის თავმჯდომარეც გურჯაანში”- განაცხადა ქოჩორაშვილმა.
სიმონ ქოჩორაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2014 წლის მოწვევის საკრებულოს წევრი და სოფელ კარდენახის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ის „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატებიდან“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინეს, თუმცა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მან კანდიდატურა მოხსნა და კენჭისყრაზე უარი განაცხადა.
სიმონ ქოჩორაშვილი კახეთის ყოფილ გუბერნატორთან და ამჟამად, ახმეტა- თელავი- ყვარელი- ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი ქადაგიშვილთან დაახლოებულ პირად მოიაზრებოდა, რომელიც 2012- 2014 წლებში, ” თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე იყო.
სიმონ ქოჩორაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ, 2017 წელს დაინიშნა.