მნიშვნელოვანირეგიონი

გურჯაანის მერს ზეწოლასა და კანონდარღვევაში მისივე თანამშრომელი ადანაშაულებს

გურჯაანის მერიის თანამშრომელი ზვიად ბიაშვილი, მერს არჩილ ხანდამაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ამბობს, რომ მერი მისგან განცხადების დაწერას და სამსახურიდან საკუთარი ნებით წასვლას მოითხოვს.

თავად მერი ბრალდებას უარყოფს, თუმცა ზვიად ბიაშვილი ირწმუნება, რომ ფარული ჩანაწერი აქვს, სადაც მერი განცხადების დაწერას სთხოვს, სანაცვლოდ კი ხელფასის შენარჩუნებას პირდება. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის.

საქმის შესწავლას გეგმავს მესამე სექტორიც.

მოუსმინეთ გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟს ►

მსგავსი პოსტები

Back to top button