პრინც ჩარლზმა და კემბერბეტჩმა “ჰამლეტის” სკეტჩში ითამაშეს [Photo/Video]

დედოფალ ელისაბედ II-ის ვაჟმა, პრინც ჩარლზმა “ჰამლეტის” მიხედვით დადგმულ სკეტჩში მიიღო მონაწილეობა, რომელიც უილიამ შექსპირის გარდაცვალების 400 წლისთავს მიეძღვნა.

“უელსის პრინცი ჰამლეტად გარდაისახა”, – იუწყება გამოცემა Telegraph.

სამონარქო პერსონის გარდა სკეტში მონაწილეობა ცნობილმა ბრიტანელმა მსახიობებმა: ბენედიქტ კემბერბეტჩმა, იენ მაკელენმა და ჯუდი დენჩმა მიიღეს.

დადგმა ჰამლეტის ცნობილ ფრაზას დაეფუძნა: “ყოფნა?.. არ ყოფნა?.. საკითხავი აი ეს არის”. ამ გამოთქმის იუმორისტულ ჭრილში გაშუქებამ მაყურებლის ოვაცია დაიმსახურა. პრინც ჩარლზი სცენაზე სულ ბოლოს გამოჩნდა და სკეტჩი დაასრულა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”34067″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button