მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილედ, საარჩევნო შტაბის უფროსი დანიშნა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილედ, საარჩევნო შტაბის უფროსი დანიშნა.
მერის ყოფილი მრჩეველი, ლერი გელენავა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ზედამხედველობისა და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს გაუწევს კოორდინაციას.

მერის ახალი მოადგილე, რამდენიმე აიპის საქმიანობის ზედამხედველიც იქნება.
ლერი გელენავა, მერის მრჩევლის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა,თუმცა საარჩევნო კამპანიაში, ის 2017 წლიდან იყო ჩართული.

გელენავა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის საარჩევნო შტაბს, ხოლო 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, გურჯაანის ამჟამინდელი მერის, ზურაბ უტიაშვილის საარჩევნო შტაბსაც ხელმძღვანელობდა.

გელენავა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” წევრი იყო.

2014 წელს, გელენავა, კოალიცია “ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის” რეგიონულ კოორდინატორად დანიშნეს და ზუგდიდში, პარტიის მერობის კანდიდატს აქტიურად უჭერდა მხარს.

რადიო ჰერეთის კორესპოდენტი კახეთის რეგიონში  ხათუნა გულიაშვილის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button