გურჯაანის პირველი პირები ბრალდებებს “ტყუილს” უწოდებენ
გურჯაანის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს “ტყუილს” უწოდებენ.
გივი გერგიძის თქმით, ხელშეკრულებები, რომელზეც ნაციონალურ მოძრაობაში საუბრობენ, მათი ხელისუფლებაში მოსვლამდე გაფორმდა.ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს უარყოფს საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილიც.
ნაციონალურმა მოძრაობამ გურჯაანში ანტიკორუფციული მოკვლევის შედეგები გაასაჯაროვა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მტკიცებით, ჟურნალისტებისთვის წარდგენილ მასალაში ლაპარაკია კორუფციული გარიგებების და ტენდერების პირობების დარღვევით გურჯაანის გამგეობასა და საკრებულოში ხელშეკრულებების გაფორმების ფაქტებზე.