გურჯაანის საბავშვო ბაღები ცეცხლმაქრებით აღიჭურვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ამიერიდან სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დაცული იქნება.
მუნიციპალიტეტის 37-ვე ბაგა-ბაღი ცეცხლმაქრებით აღიჭურვა. მის შესაძენად ბაღების გაერთიანებამ 5 ათას 400 ლარი გამოყო და მთლიანობაში 106 ცეცხლმაქრი შეიძინეს.
მანამდე სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ბაღებს რეკომენდაციით მიმართა, რომ შენობებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დაცული ყოფილიყო.
ინფორმაციის წყარო