მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

გურჯაანის საჯარო სკოლებში სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში განახლდა

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებმა სასწავლო პროცესის ონლაინ- რეჟიმში გაგრძელების რეკომენდაცია გასცეს.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, სკოლები სწავლის დაწყებას საკლასო ოთახებში ითხოვდნენ.

“თავად სკოლები თვლიდნენ, რომ საკლასო ოთახებში სწავლის განახლება შეუძლიათ, მაგრამ ჯანდაცვის უწყებებმა ასეთი რეკომენდაცია არ გასცეს. ისინი თვლიან, რომ ჯერჯერობით, ეპიდემილოგიური ვითარება სახარბილეო არ არის. ამიტომ 1 თებერვლამდე, ისევ ამ რეჟიმში დავრჩებით”- განაცხადა მინდიაშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესანარჩუნებლად, სწავლა კვლავ ონლაინ- რეჟიმში გაგრძელდება.

“გარკვეული სტაბილიზაცია შეინიშნება, მაგრამ ამას შენარჩუნება უნდა. ამიტომ ჯერ ამ რეჟიმის შენარჩუნება ჯობს. განათლების უდიდეს მნიშვნელობაზე აღარ ვსაუბრობ, მაგრამ ვიცით, რომ ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უპირველესია”- განმარტა ხიზანიშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით კახეთში, კორონა ვირუსის 10107 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 8173 მოქალაქე უკვე გამოჯანმრთელდა. სექტემბრიდან დღემდე, კახეთში 92 პაციენტი გარდაიცვალა

მსგავსი პოსტები

Back to top button