მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

გურჯაანის საჯარო სკოლებში მეორე სემესტრი შესაძლოა საკლასო ოთახებში განახლდეს

გურჯაანის საჯარო სკოლებში, სწავლების განახლებას მეორე სემესტრში საკლასო ოთახებში გეგმავენ

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, სკოლებიდან მიღებული ინფორმაცია დამაიმედებელია.

“სკოლებიდან გვაქვს დამაიმედებელი ინფორმაცია. მხოლოდ კარდენახისა და ვეჯინის სკოლებში გვაქვს ავადმყოფობის შემთხვევები. პარასკევს გვექნება საბოლოო სურათი. სკოლები გვეუბნებიან, რომ შეუძლიათ სწავლის განახლება საკლასო ოთახებში”- განაცხადა მინდიაშვილმა.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მანანა გოგაშვილი განმარტავს, რომ საკლასო ოთახებში სწავლის მოსალოდნელი განახლების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

“ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. თუ მოგვამრთავენ ეპიდემიოლოგებთან ერთად უნდა განვიხილოთ. ჯერჯერობით, სტაბილიზაციამდე შორია. განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ ჩუმლაყში, ამიტომ გადაწყვეტილება ერთობლივად იქნება მისაღები”- განაცხადა გოგაშვილმა.

საჯარო სკოლებში ონლაინ- სწავლებაზე ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შემდეგ, ნოემბრის ბოლოს გადავიდნენ.

მეორე სასწავლო სემესტრი სკოლებში, 18 იანვარს იწყება

მსგავსი პოსტები

Back to top button