გურჯაანის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება” ორმა დეპუტატმა დატოვა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება” ორმა დეპუტატმა დატოვა.
განცხადებით უმრავლესობის დატოვების შესახებ, ბესიკ ფოცხვერაშვილმა და პაატა მოდებაძემ, საკრებულოს 7 ნოემბერს მიმართეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ვანო ბერიძიშვილის განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, უერთდებიან თუ არა, ფრაქციიდან გასული დეპუტატები, მოძრაობა ” ხალხის ძალას”.
” ჩვენ , დღეს, ცნობად მივიღეთ მათი განცხადებები რომ სურდათ ფრაქციის დატოვება. მიზეზი არ დაუსახელებიათ, ამიტომ ჯერ ვერ გეტყვით, შეუერთდებიან, თუ არა, სხვა მოძრაობას. ” ქართულ ოცნებას” საკრებულოში უმრავლესობა არ დაუკარგავს, რადგან ისინი უმრავლესობის წევრებად რჩებიან და აგრძელებენ მუშაობას.”- განაცხადა ბერიძიშვილმა.
ბესიკ ფოცხვერაშვილი და პაატა მოდებაძე, გურჯაანის საკრებულოში პარტია ” ქართული ოცნების” საარჩევნო სიით შევიდნენ.
უმრავლესობის ფრაქციები, მანამდე დატოვეს ლაგოდეხისა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა და მოძრაობა ” ხალხის ძალას” შეუერთდნენ.