გურჯაანში 3 ბავშვი სავარუდოდ მამამ სცემა

გურჯაანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მამა სავარაუდოდ სამი მცირეწლოვანი ბავშვი სცემა.

დაშავებულები გურჯაანის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მათ სახეზე სისხლჩაქცევები და დაჟეჟილობები აღენიშნებოდათ.

ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, 1 წლისა და 2 თვის მცირეწლოვანი ბაავშვი კატასტროფის ბრიგადამ გურჯაანიდან თბილისში გადაიყვანა.

პოლიციამ ძალადობაში ეჭვმიტანილი მამა დააკავა. ის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

სოციალური მუშაკის განცხადებით, ბავშვები მათი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და ისინი დღესვე მინდობით აღზრდაში ანუ სახელმწიფო მზრუნველობის პროგრამაში ჩართვებიან.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამმართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი პოსტები

Back to top button