მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
გურჯაანში 3 წლის ბავშვი მესამე სართულის ფანჯრიდან გადავარდა
გურჯაანში 3 წლის ბავშვი მესამე სართულის ფანჯრიდან გადავარდა. დაშავებული მცირეწლოვანი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებებით მოათავსეს, თუმცა მდგომარეობის სიმძიმის გამო, ის თბილისის ერთ- ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
ჯეოჰოსპიტალსის დირექტორის, გელა ორველაშვილის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
” ძალიან მძიმედგომარეობა ჰქონდა, მრავლობითი ტრავმები, გულის, თავის არეში და ზოგადად, რთული ვითარება იყო. ამიტომ მისი თბილისში გადაყვანა გადაწყდა და კრიტიკული მედიცინის ცენტრმა გადაიყვანა,- განაცხადა ორველაშვილმა.
კორპუსი, საიდანაც მცირეწლოვანი გადავარდა, მრავალსართულიანია. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი ფანჯარასთან ჩუმად მიიპარა.