მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანში 4 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო

4 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, გურჯაანში მოხდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, აუზი საცხოვრებელი სახლის ეზოშია აშენებული და მცირეწლოვანი ბიჭი, ოჯახის წევრებს, სავარაუდოდ, გაეპარა.

ვისთან ერთად იმყოფებოდა ბავშვი სახლში და ზუსტად რა გარემოებებში მოხდა მისი გარდაცვალება, ჯერჯერობით უცნობია.

გარდაცვლილის ოჯახში ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან

მსგავსი პოსტები

Back to top button