კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპლიტეტში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ ჩუმლაყში მოხდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა

ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, მამაკაცს მუცლის არეში, რდენიმე ჭრილობა, ცივი იარაღით მიაყენა.
დაჭრილი გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმების განმარტებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელია
შემთხვევის ზუსტი მოტივი , ჯერჯერობით უცნობია.

დაჭრაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაკავებული ამ დროისთვის არავინაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button