მნიშვნელოვანისაქართველო

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

მინისტრის ინფორმაციით, “კოვიდ 19” საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც ირანიდან საქართველოში აზერბაიჯანის სზღვრის გავლით შემოვიდა.

პაციენტი ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. მინისტრის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button