მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

როგორ არღვევს “ოცნება” შეთანხმებას-ოპოზიცია შარლ მიშელთან შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს

შარლ მიშელის შეხვედრა ოპოზიციასთან დასრულდა. “ლელოს” წევრის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, შეხვედრამ შედეგიანად ჩაიარა.

„ძალიან შინაარსიანი, კარგი და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ მიშელთან, კიდევ ერთხელ ჩვენი უახლოესი და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორის უმაღლესმა თანამდებობის პირმა დაადასტურა ჩვენი ხალხის უპირობო მხარდაჭერა და ის რომ ყველა ნაბიჯს განახორციელებს რომელიც ჭირდება ჩვენ ქვეყანას ამ უმწვავესი რეგიონული გამოწვევების ფონზე. იყო აბსოლიტურად ღიად დემონსტრირებული როგორ არღვევს “ოცნება” შეთანხმებას სასამართლოს მოსმაართლეების დანიშვნის ნაწილში, ასევე ის რომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები იქნა გადადებული, ეს არის იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნა, საკონსტიტუციო ცვლილებებიც გადაიდო”, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

შარლ მიშელი საქართველოში გუშინ, 18 ივლისს ჩამოვიდა. ის ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button