გურჯაანში ავტობანის მშენებლობას აპროტესტებენ

გურჯაანში, ბესიკის ქუჩის მოსახლეობამ ავტობანის მშნებელობა გააპროტესტა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გზის მშენებლობის შემთხვევაში ამ მონაკვეთში არსებული ისედაც ამორტიზირებული სახლები დაინგრევა და ოჯახის უმეტესობა ღია ცისქვეშ დარჩება.

მოსახლეობის თქმით, გზის მშენებლობა მათთან შეუთანხმებლად იწყება, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმეს.

ისინი ხელისუფლების წარმომადგნლებთან შეხვედრას ითხოვენ. ბაკურციხე-თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობის დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება.

მსგავსი პოსტები

Back to top button