მნიშვნელოვანირეგიონი

გურჯაანში ძალადობაში დადანაშაულებული მოსწავლეების მშობლები შეიკრიბნენ.

კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლასთან ძალადობაში დადანაშაულებული მოსწავლეების მშობლები და ახლობლები შეიკრიბნენ.

მშობლები ამტკიცებენ, რომ ერთ- ერთი მოსწავლის მშობლის ბრალდება, არასრულწლოვანზე განხორციელებული ძალადობისა და ბულინგის თაობაზე, სიმართლეს არ შეესაბამება. ისინი დისციპლინური კომიტეტისაგან სიმართლის დადგენას ითხოვენ. სკოლის დირექტორი და კლასის დამრიგებელი, მედიასთან კომენტარს კვლავ არ აკეთებენ. საგანმანათლებლო რესუსრცენტრში კი განმარტავენ, რომ მოკვლევა დაწყებულია და ფაქტზე დისციპლინური კომიტეტი იმსჯელებს.

შეგახსენებთ, კახეთის ერთ- ერთი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში, მეორე კლასის მოსწავლის მშობელი, ამტკიცებს, რომ თანაკლასელებს მის შვილზე იძალადეს, კლასის დამრიგებელმა კი, დაზარალებულ მოსწავლეს სილა გაარტყა. მშობელი ამბობს, რომ დირექტორის დავალებით, არასრულწლოვანს აბულინგებენ და მისი წაქეზებით, თანაკლასელები ვიდეოებს უღებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button