მნიშვნელოვანისიახლეები

ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა გახანგრძლივდა

წამახალისებელი მექანიზმი დღეიდან, 25 იანვრიდან უკვე ამოქმედდა

უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა ერთი თვით გახანგრძლივდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ, 50 წელს გადაცილებულ პირებს 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ავტომატურად ერიცხებათ.
ეს წამახალისებელი მექანიზმი დღეიდან, 25 იანვრიდან უკვე ამოქმედდა.

მისივე თქმით, არ უქმდება 50 წელს გადაცილებულ პირთა ვაქცინაციაში უკვე არსებული წამახალისებელი მექანიზმი. თებერვლის ბოლომდე 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს აცრის შემთხვევაში 200 ლარი გადაეცემათ.

ღიბრაძემ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ ტესტირების გაკეთებისას თავიანთი პირადი მონაცემები, მათ შორის ტელეფონის ნომრები სწორად მიუთითონ, რათა მათთან დაკავშირება მოხერხდეს.

გიორგი ღიბრაძეს და თამარ გაბუნიას ხმა

NCDC-ს მონაცემებით, ამჟამად ბუსტერ დოზით აცრილია 133 109 მოქალაქე

ქვეყნის მასშტაბით მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით 45% თავისუფალი რჩება – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ნაკადების მკვეთრ მატებასთან ერთად, არ მომხდარა ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების აქტიური ზრდა.

გარდა ამისა, თამარ გაბუნიას ინფორმაციით,ქვეყანაში დაახლოებით 2 500 ოჯახის ექიმია განაწილებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button