მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
გურჯაანში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში გარდაცვლილი მამაკაცი ნახეს.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, 40 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი,საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნათესავმა იპოვა.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილს გარეგნული დაზიანების კვალი არ აღენიშნება.
გარდაცვალების რეალური მიზეზი, შესაბამისმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.
მომხდარ ფაქტზე, შინგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს