მნიშვნელოვანისიახლეები
გურჯაანში გლეხური ბაზრის მოვაჭრეები გაიფიცნენ

გურჯაანში გლეხური ბაზრის მოვაჭრეებმა, ბაზრის ორივე შესასვლელი კარი ჩაკეტეს და რამდენიმე საათით ვაჭრობა შეაჩერეს.
ბაზრის თანამშრომლები ქალაქში გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ და შესაბამის სამსახურებს საკითხით დაინტერესებას სთხოვენ.
მათი მტკიცებით, გარე ვაჭრობის პირობებში, ბაზარში არავინ შედის და მათ პროდუქტი უფუჭდებათ.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ შემცირებული მომხმარებლის გამო, ბანკის ვალების გადახდასაც კი ვერ ახერხებენ.
მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მოვაჭრეებიბ პროტესტის უკიდურეს ფორმების გამოყენებას და ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ.
აქციის მონაწილეებს გურჯაანის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლერი გელენავა შეხვდა და საკითხში გასარკვევად ორი დღის ვადა ითხოვა.