გურჯაანში “ჯეო ჰოსპიტალსის” თანამშრომლებს ხელფასები შეუმცირეს

გურჯაანში “ჯეო ჰოსპიტალსის” თანამშრომლებს ხელფასი შეუმცირეს. გადაწყვეტილებას კლინიკაში ხმაური მოყვა.

ექიმების თქმით, ისედაც დაბალი გასამრჯელო აქვთ და ანაზრაურების კიდევ 30 პროცენტით დაქვითვა მიუღებელია. გადაწყვეტილება მათ თბილისიდან სპეციალურად ჩასულმა კომპანიის წარმომადგენელმა გააცნო. მისი განმარტებით, კლინიკებში სხვადასხვა სახის დარღვევა აღმოჩნია, რის გამოც 2 მილიონ 400 ათასი ლარის დავალიანება დაუგროვდათ.

ხელფასებიკლინიკების იმ თანამშრომლებს დაექვითებათ, სადაც გადაცდომები გამოვლინდა. გადაწვეტილება პირველი ივლისიდან შედის ძალაში და ექიმები სამი თვის განამვლობაში 30 პროცენტით შემცირებულ ხელფასს მიიღებენ.

მოუსმინეთ მხარეთა კომენტარებს ►

მსგავსი პოსტები

Back to top button