გურჯაანში ჯილეხის შემთხვევა დადასტურდა[Audio]

გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში საქონლის ხორცის მოხმარების შედეგად ორ პაციენტს დაავადება ჯილეხი დაუდასტურდა, რომელსაც კანის ფორმა აქვს – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა მარიამ კაპანაძემ განუცხადა.

დაავადებულებს ამჟამად ინფექციური პათოლოგიის ცენტრში მკუნალობენ. კარდენახში ვარაუდობედნენ, რომ დაავადება შესაძლოა ათამდე ადამიანს ჰქონოდა, თუმცა, ლაბორატორიული კვლევებით ეს არ დადასტურდა.

მარიამ კაპანაძის თქმით, დაავადების კერა საქონლის ხორცი გახდა. კერძოდ კი “საქონელი სოფელში ერთ-ერთმა ოჯახმა დაკლა და შემდეგ ის ათეულობით პირმა გამოიყენა. დაავადებული ის პირები არიან, რომლებმაც საქონელი დაკლეს და დაამუშავეს”. ეპიდემიოლოგის თქმით, დაავადებულები ამჟამად თავს კარგად გრძნობენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჯილეხი ანუ ციმბირის წყლული: ცხოველებისა და ადამიანის მწვავე ბაქტერიული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ჯილეხის ბაცილა. ადამიანის დაზიანება ხდება დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტის საშუალებით, ზოგჯერ კი ასეთი ცხოველების ხორცის საკვებად გამოყენების შემთხვევაში.

დაავადების გადატანაში გარკვეული როლი მიუძღვით მექანიკურ გადამტანებს, კერძოდ, სისხლსმწოველ მწერებს.

მარიამ კაპანაძე_ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button