კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანში კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლყაში მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტი , მალხაზ ბადუაშვილი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

ბადუაშვილის დაკავება თბილისში მოხდა. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 236- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა- ტარებას გულისხმობს.

დაკავებულს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

მალხაზ ბადუაშვილი წარსულში მკვლელობისთვის არის ნასამართლევი.

კრიმინალური ავტორიტეტის სახელს რამდენიმე გახმაურებული საქმე , მათ შორის 2020 წლის თებერვალს გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის “ საავადმყოფოში მომხდარი სროლის, რამდენიმე თვის წინ მისი ავტომობილის ავტომატით დაცხრილვისა და ბადუაშვილის კუთვნილი სამაცივრე მეურნეობა დაწვის ფაქტები.

სამივე შემთხვევას, ადგილობრივები შურისძიებას უკავშირებდნენ.

მსგავსი პოსტები

ასევე ნახე
Close
Back to top button