გურჯაანში კულტურის ცენტრიდან 40 თანამშრომელი გაათავისუფლეს [აუდიო]

ხმაური და დაპირისპირება გურჯაანის კულტურის ცენტრში. ცენტრიდან 40 თანამშრომლის გათავისუფლება დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ისინი სამსახურიდან კულტურის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ძულიაშვილმა დაითხოვა.

40 თანამშრომელს ინფორმაცია თათბირზე გააცნეს. ხელმძღვანელი თანამშრომელთა შემცირებას რეორგანიზაციით ხსნის.

ძულიაშვილის თქმით, გათავისუფლება ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებს შეეხო.

მსგავსი პოსტები

Back to top button