კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 47 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა სოფელ კალაურში მოხდა.
გარდაცვლილს ცეცხლნასროლი ჭრილობა ყელის არეში, თოფით ჰქონდა მიყენებული.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა რა შეიძლებოდა გამხდარიყო სუიციდის მიზეზი, თანასოფლელებს საუბარი უჭირთ.

” შესანიშნავი ოჯახია, დედაც პედაგოგი იყო და მეუღლეც. თავადაც კარგი ადამიანი იყო. ამბობენ, ცოტა ნერვიული სისტემის პრობლემები ჰქონდაო, თუმცა დაზუსტებით არავინ იცის”- განაცხადა ერთ- ერთმა მეზობელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button