გურჯაანში მანქანა დაიწვა

“გოლფი”-ის მარკის მანქანა დაიწვა გურჯაანში. ცეცხლი მსუბუქ ავტომანქანას კურორტ “ახტალას” მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩნდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილს ახალგაზრდა ქალი მართავდა, რომელსაც თან მცირეწლოვანი ბავშვი ახლდა. ორივე მათგანმა მანქანიდან გადმოსვლა დროულად მოასწრო.

ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. ცეცხლი მეხანძრეებმა ჩააქრეს. მომხდარის სავარაუდო მიზეზად, მანქანის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button