მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანში მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყო

გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალს პირველი ვაქცინა გაუკეთეს. ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის პორტალზე დარეგისტრირებულ მედიკოსებს შორის, პირველი აცრა, კახეთის ონლაინ- კოვიდ- კლინიკის ხელმძღვანელმა, დეა ცაბუტაშვილმა ჩაიტარა.

” ეს ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ აღარ დავკარგოთ ახლობლები და მათ შორის, ჩვენი კოლეგები, რომლებიც ამ ფრონტის წინა ხაზზე არიან. ეს არის ბრძოლა და ვაქცინა ერთადერთი იარაღი, ურთულეს პროცესში”- განაცხადა ცაბუტაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციისათვის 23 მედიკოსია დარეგისტრირებული.

გურჯაანის საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ, ჯეოჰოსპიტალს აცრების ჩასატარებლად ასტრა ზენეკას წარმოების ვაქცინის 300 დოზა გადასცა. ვაქცინაციის პროცესი, დღეს კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც დაიწყო.

პირველი ვაქცინა რეგიონში, 15 მარტს, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გაკეთდა, სადაც პირველ ეტაპზე 10 მედიკოსი აიცრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button