“გურჯაანში მეფე კვირიკე მესამის საფლავი აღმოაჩინეს”

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის ტყეში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის რესტავრაციის დროს, მეთერთმეტე საუკუნის სამარხს მიაკვლიეს.

არქეოლოგების წინასწარი ინფორმაციით, აღმოჩენილი ძვალშესალაგი სავარაუდოდ კახეთ-ჰერეთის მეფეს კვირიკე მესამეს ეკუთვნის, რომელიც 1010-1037 წლებში მეფობდა. მათივე თქმით, საფლავზე წარწერაა: ” რანთა და კახთა მეფე“.

ძეგლთა დაცვის სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან.

დაიწყება თუ არა გათხრის სამუშაოები, ჯერ-ჯერობით უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button