მნიშვნელოვანირეგიონი
გურჯაანში მკვლელობაში ბრალდებული პირის ფერმის დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გურჯაანში მკვლელობაში ბრალდებული პირის კუთვნილი ფერმის დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალწარმოება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.
პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია, თუმცა ოპერატიული ინფორმაცია, ვინც ფერმაში სავარაუდოდ ხანძარი გააჩინა, უკვე აქვს.
ცეცხლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, 35 წლის მამაკაცის მკვლელიბაში ბრალდებული, 85 წლის კოლაგაბიტაშვილის კუთვნილ ფერმაში, რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.
სახანძრო სამსახურის ადგილზე მისვლამდე, ფერმის გარკვეული ნაწილი დაიწვა.
სამართალდამცავები მომხდარის დეტალებს ადგენენ.
გურჯაანში მაშველის მკვლელობისათვის დაკავებულ მამაკაცს ფერმა დაუწვეს