კრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეები

გურჯაანში მკვლელობის დროს ერთ-ერთი დაჭრილი საოპერაციოდ თბილისში გადაიყვანეს

გურჯაანში დაჭრილი მამაკაცი პირველ კომენტარს აკეთებს, მას მომხდარის მიზეზებზე ინფორმაცია არ აქვს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილი ერთ- ერთი პირი, მურმან მესხია, საოპერაციოდ თბილისში გადაიყვანეს. სენაკელი მამაჯაცი სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, თვალის დაზიანების გამო გახდა აუცილებელი.

დაჭრილს მომხდარი ფაქტის მიზეზებზე ინფორმაცია არ აქვს. გადაყვანამდე, მან მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

” ხუთი თვეა აქ ვმუშაობ. რა მოხდა, არ ვიცი. მანაქანაში ვისხედით, მოვარდა ვიღაც და გვესროლა. მეტი არაფერი მახსოვს”- განაცხადა მესხიამ.

გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის დირექტორის, გელა ორველაშვილის განმარტებით, მესხიას თვალის ოპერაცია სჭირდება.

” თვალის ოპერაციას ვერ ჩავატრებთ, ამიტომ თბილისში ვაგზავნით. ორის ოპერაცია ახლაც მიმდინარეობს და მდგომარეობა მძიმეა” განაცხადა ორველაშვილმა.

შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ ჩუმლაყში გამთენიისას მოხდა. გარდაცვლილია ერთი და დაჭრილია სამი მამაკაცი.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე და 19, 109- ე მუხლებით მიმდინარეობს

მსგავსი პოსტები

Back to top button